Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა, აშშ-ში ფრენის აკრძალვა ბრიტანეთს და ირლანდიასაც შეეხო


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა, თუმცა აცხადებს, რომ მისი სხეულის ტემპერატურა "აბსოლუტურად ნორმალურია". პარალელურად, მისმა ადმინისტრაციამ ევროპის ქვეყნებისთვის აშშ-ში ფრენაზე დაწესებული აკრძალვა განავრცო ბრიტანეთზე და ირლანდიაზეც, პანდემიის შეკავების მიზნით.

თეთრ სახლში უპრეცედენტო ზომები მიიღეს და ბრიფინგის ოთახში შესვლამდე ჟურნალისტებს სიცხე გაუზომეს. ბრიფინგზე პრეზიდენტმა რეპორტიორებს უთხრა, რომ ტესტი პარასკევს საღამოს ჩაიტარა და შედეგებს "ერთ ან ორ დღეში" ელის. გასულ კვირაში ტრამპი შეხვდა ბრაზილიის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში მყოფ სულ მცირე ერთ პირს შემდეგ კორონავირუსი აღმოაჩნდა.

აშშ-ის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტი, ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფოცი ამბობს, რომ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 2,226 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა რაოდენობათა პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG