Accessibility links

logo-print logo-print

საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა საერთაშორისო ფრენების განრიგი საქართველოს მიმართულებით 16 მარტის 10.00 საათამდე 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების გამო, უწყება რეგულარულად გამოაქვეყნებს საერთაშორისო ფრენების ცხრილს და განახლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში.

15 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საქართველოს მიმართულებით 16 მარტის 10:00 საათამდე დაგეგმილი საერთაშორისო ფრენების განრიგი.

იმის გამო, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფო და სატრანსპორტო კომპანია იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების თაობაზე, უწყება მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეები უნდა ფლობდნენ ამ ინფორმაციას:

„ბევრმა ავიაკომპანიამ გააჩერა ან აჩერებს ავიამიმოსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ამის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე – სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15 მარტის 10:00 საათიდან 16 მარტის 10:00 საათამდე შესრულდება შემდეგი რეისები:

10:40 შარჯა-თბილისი (გაუქმებულია)
10:40 ბაქო-თბილისი (გაუქმებულია)
11:15 სტამბოლი-თბილისი
11:30 დოჰა-თბილისი
11:45 ნურსულთანი-თბილისი (გაუქმებული)
12:35 მინსკი-თბილისი
13:10 თელავივი-თბილისი
14:15 კუვეიტი-თბილისი (გაუქმებულია)
14:20 შარჯა-თბილისი
14:20 რიადი-თბილისი
15:50 დუბაი-თბილისი
17:15 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია)
17:20 სტამბოლი-თბილისი
17:35 ერევანი-თბილისი
20:15 დოჰა-თბილისი
21:15 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია)
21:30 კიევი-თბილისი
21:45 ალმაატა-თბილისი
22:45 ბაქო-თბილისი (გაუქმებულია)
23:40 აქტაუ-თბილისი
00:20 ვენა-თბილისი
00:25 სტამბოლი-თბილისი (გაუქმებულია)
00:35 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია)
02:05 კიევი-თბილისი
02:50 მინსკი-თბილისი
03:00 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია)
03:05 სტამბოლი-თბილისი
03:10 ერევანი-თბილისი (გაუქმებულია)
03:35 დუბაი-თბილისი (გაუქმებულია)
04:25 მიუნხენი-თბილისი
04:30 რიგა-თბილისი
04:40 ათენი-თბილისი
05:25 სტამბოლი-თბილისი.​


საგარეო უწყების ცნობით, მონაცემები ყოველდღე განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG