Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარფური: პროდუქტების რამდენიმე თვის მარაგი გვაქვს, დეფიციტი არ იქნება


Georgia - Supermarket Carrefou
Georgia - Supermarket Carrefou

კომპანია კარფური საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მიმართავს თავის მომხმარებლებს, ნუ აყვებიან აჟიოტაჟს, რადგან არც სასურსათო პროდუქტების დეფიციტის და არც ფასების ზრდის საფრთხე ამ ეტაპზე საქართველოში არ არსებობს. ხოლო ცალკეულ პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნით გამოწვეული დანაკლისი მოკლე დროში აღარ იარსებებს და დახლები ისევ შეივსება.


კომპანია წერს, რომ კარფურს აქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი, როგორც ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიებიდან, ასევე იმპორტირებული.

„პროდუქტი იქნება თაროზე საკმარისი რაოდენობით და შენარჩუნებული ფასით. გამომდინარე აქედან, მომხმარებლებს მომატებული მოთხოვნის არავითარი საფუძველი არ აქვთ. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ კარფურის ყველა ფილიალი განაგრძობს ოპერირებას, დატვირთულ, მაგრამ ჩვეულ სტაბილურ რეჟიმში“.

კარფურის ადმინისტრაციის ცნობით, კომპანია ასევე ახორციელებს სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებას სურსათის უვნებლობის დასაცავად და საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რაშიც იგულისხმება მაღაზიის წმენდა-დეზინფექცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

მაღაზიასა და სათავო ოფისში შესვლამდე კი ყველა თანამშრომელს უკონტროლებენ ტემპერატურას. ხოლო კომპანიის შინაგანაწესის თანახმად, მოგზაურობიდან ჩამოსული ყველა თანამშრომელი სამსახურში დაბრუნებამდე გადის სავალდებულო 2-კვირიან საკარანტინო პერიოდს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG