Accessibility links

site logo site logo

რუსეთმა და თურქეთმა სირიაში პირველი ერთობლივი პატრულირება ჩაატარეს


რუსეთმა და თურქეთმა 15 მარტს პირველი ერთობლივი პატრულირება ჩაატარეს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილზე, თუმცა, როგორც იუწყებიან, პატრულირება დაგეგმილზე ადრე შეწყდა ექსტრემისტების მოქმედების გამო.

იდლიბის პროვინციაში, M4 გზატკეცილზე პატრულირება ტარდება 5 მარტს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად რუსეთსა და თურქეთს შორის, რომლებიც სირიის კონფლიქტში დაპირისპირებულ ძალებს უჭერენ მხარს. შეთანხმების თანახმად, გზატკეცილის ორივე მხარეს უსაფრთხოების კორიდორი უნდა შეიქმნას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პატრულირება ვადაზე ადრე შეწყდა ექსტრემისტების აქტივობის გამო და თურქეთს დამატებითი დრო მიეცა საიმისოდ, რომ "გაატაროს ზომები, რომლებიც მიმართული იქნება ტერორისტული ჯგუფების აღმოფხვრასა და გზატკეცილზე პატრულირებაში მონაწილე სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე".

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც ასახულია რუსეთის და თურქეთის სამხედრო მანქანების გადაადგილება გზატკეცილის გასწვრივ და თქვა, რომ ორმა მხარემ "გაატარა აუცილებელი ზომები პოტენციური პროვოკაციებისა და რეგიონში სამოქალაქო მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის პრევენციის მიზნით".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG