Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი საქართველოში 33-მდე გაიზარდა.

სამივე მათგანი არის შუა ხნის. სამივე მათგანს რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებთან ჰქონდათ კონტაქტი. თუმცა, ცერცვაძის განცხადებით, ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არა აქვთ იმ ჯგუფებთან, რომლებზეც აქამდე იყო საუბარი.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დამაიმედებელია ის, რომ ეს არ არის ე.წ. მეოთხეული გადაცემა. ამ ადამიანებმა იციან, ვისთან ჰქონდათ კონტაქტი.

"პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან... მე არ ვიცი ზუსტად ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ რომელიღაც ფორმა გამოყენებული ჰქონდათ", - განაცხადა ცერცვაძემ.

ამჟამად ლაბორატორიაში გაგზავნილია კიდევ 9 ადამიანის ანალიზები. პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის მონაცემები სპეციალურ ვებსაიტზე stopcov.ge-ზე მითითებულია, რომ

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის სულ - 33.
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 427 ადამიანი;
  • სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ - 73 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG