Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში სურსათის მაღაზიები მყიდველებს მოუწოდებენ შეწყვიტონ პანიკური ყიდვა


ბრიტანეთის საკვების და საყოფაცხოვრებო საგნების მაღაზიების ასოციაცია მყიდველებს მოუწოდებს შეწყვიტონ პანიკური ყიდვა კორონავირუსის ფონზე და ამბობს, რომ ამგვარმა ქცევამ შესაძლოა სხვები დატოვოს აუცილებელი პროდუქტების გარეშე.

The British Retail Consortium-მა - რომელიც, მათ შორის, წარმოადგენს სუპერმარკეტებს Tesco, Sainsbury's, Asda და Morrisons - 15 მარტს გაზეთებში გამოქვეყნებული განცხადებების ფორმით მომხმარებელს მოუწოდა საყიდლებზე მისვლისას სხვებზეც იფიქრონ.

"ჩვენ გვესმის თქვენი შეშფოთება, მაგრამ იმაზე მეტის ყიდვა, ვიდრე გჭირდებათ, ზოგჯერ ნიშნავს სხვების დატოვებას აუცილებელი საყიდლების გარეშე. ყველაფერი ყველასთვის საკმარისია და ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ" - ამბობს კონსორციუმის დირექტორი, ჰელენ დიკინსონი.

მისი თქმით, საკვების მაღაზიები თანამშრომლობენ მთავრობასთან და მიმწოდებლებთან, რათა საკვებმა სისტემაში იმოძრავოს და თაროები სავსე იყოს.

ბოლო დღეებში, COVID-19-ის გავრცელების ფონზე, ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში მოქალაქეები მასობრივად ყიდულობენ საკვებს და პირველადი მოხმარების საგნებს, რადგან შიშობენ, რომ დეფიციტი შეიქმნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG