Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთში დააკავეს საკონსტიტუციო ცვლილებების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები


რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ, სანკტ-პეტერბურგში, პოლიციამ დააკავა რუსეთის კონსტიტუციის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები.

მიუხედავად უქმე დღის, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზიდენტ პუტინის მიერ ხელმოწერილ ცვლილებებს ქვეყნის ძირითად კანონში, რომელსაც მანამდე მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერალურმა საკანონმდებლო ორგანომ და ყველა რეგიონის საბჭოებმა.

იუწყებიან, რომ აქციაზე დაკავებულია მოძრაობა „ღია რუსეთის“ თავმჯდომარე ანასტასია ბურკოვა და კიდევ რამდენიმე აქტივისტი, რომლებმაც, დაგეგმილი ცვლილებებისადმი პროტესტის ნიშნად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ მიიტანეს მიხაკების ბუკეტი.

კვირას ანალოგიური აქცია გაიმართა მოსკოვში მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლობის წინ. მასობრივი პიკეტის მოწყობის ინიციატივა ეკუთვნის ჟურნალისტსა და მუნიციპალიტეტის დეპუტატ, ილია აზარს.

14 მარტს ვლადიმირ პუტინმა ოფიციალურად მოაწერა ხელი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მას საშუალებას იძლევს, პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს 2024 წელსაც, - იუწყება სააგენტო „ინტერფაქსი“ 14 მარტს.

სხვა საკონსტიტუციო შესწორებები აძლიერებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ხაზს უსვამს რუსეთის კანონების უზენაესობას საერთაშორისო ნორმებზე. ცვლილებები ასევე კრძალავს ქორწინებას ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის და „ღმერთის რწმენას“ მოიხსენიებს რუსეთის ერთ-ერთ ტრადიციულ ღირებულებად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG