Accessibility links

logo-print logo-print

იტალიაში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 360-ზე მეტი ადამიანი


ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით COVID-19 იტალიაში გარდაიცვალა 368 ადამიანი.

16 მარტის დილის მონაცემებით, იტალიაში გარდაცვლილია სულ 1809 ადამიანი. დაავადდა 24 747. გამოჯანმრთელდა 2335.

იტალიის შემდეგ, ევროპაში ყველაზე რთული ვითარებაა ესპანეთში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსმა 97 ადამიანი მოკლა. სულ გარდაცვლილია 292. დაავადდა 7845. გამოჯანმრთელდა 517.

16 მარტის 9:30 საათის მონაცემებით, მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში დაავადდა 169,612 ადამიანი. მათგან 77 776 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 6518.

ამ ეტაპზე საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია დაავადების 33 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG