Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი არც განმეორებითი კვლევით დაუდასტურდა


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსზე COVID-19 განმეორებით ჩატარებული ტესტის შედეგიც უარყოფითია.

ფაშინიანის ინფორმაციით, განმეორებითი კვლევა 15 მარტს ჩაიტარა. უარყოფითია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლის მეორე ტესტის შედეგიც. „დილით ერევანში ვბრუნდები“, - დაწერა ფეისბუკზე ნიკოლ ფაშინიანმა. გასული კვირის ბოლოდან ფაშინიანი ცოლთან ერთად სევანში მდებარე სამთავრობო რეზიდენციაში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და მისმა ცოლმა, ანა აკოპიანმა პირველი გამოკვლევა გასულ შაბათს ჩაიტარეს. 7 მარტს, ანა აკოპიანი ბრაზილიაში შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს ცოლს. კორონავირუსზე ტესტი ბოლსონარუმაც ჩაიტარა მას შემდეგ, რაც მის თანაშემწეს ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

16 მარტის დილის მონაცემებით, სომხეთში დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 28 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG