Accessibility links

logo-print logo-print

G7-ის ლიდერები ტელეკონფერენციას გამართავენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირების მიზნით


დიდი შვიდეულის ლიდერები

„დიდ შვიდეულში“ შემავალი ქვეყნების ლიდერები 16 მარტს გამართავენ ტელეკონფერენციას, რომელზეც იმსჯელებენ კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ „კოორდინირებულ საქმიანობაზე“.

თეთრი სახლის თანახმად, ტელეკონფერენციის ჩატარება დილის 10:00 საათზე (პრაღის დროით 15:00 საათზე იგეგმება). „დიდ შვიდეულში“ შედიან: აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია, იტალია, კანადა და საფრანგეთი.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების შვიდეულს ამჟამად როტაციის პრინციპით აშშ ხელმძღვანელობს.

კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად, რომელიც ჩინეთიდან გავრცელდა, მსოფლიოს მასშტაბით დაავადებულია 170 ათასი კაცი, 6500 სენმა იმსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG