Accessibility links

logo-print logo-print

ჩეხეთის მთავრობამ გაამკაცრა წესები ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე


ცარილეი კარლოსის ხიდი

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩეხეთის მთავრობამ შემოიღო მთელი რიგი აკრძალვები ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე, რომელიც ძალაში შევიდა 16 მარტიდან და 24 მარტამდე გასტანს.

შაბათ-კვირის განმავლობაში ჩეხეთში გაიზარდა კორონავირუსით დაავადების შემთხვევები. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, COVID-19-ის ვირუსი დაუდგინდა 298 პაციენტს.

მთავრობის დადგენილებით, იკრძალება მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად სახლიდან გამოსვლას, ექიმთან თუ სოციალურ მუშაკებთან ვიზიტებს.

ამასთან, დამსაქმებლებს ეძლევათ რეკომენდაციები, რომ რაც შეიძლება შეზღუდონ თანამშრომლების გამოცხადება სამუშაო ადგილებზე და გადავიდნენ დისტანციური მუშაობის პრინციპზე.

16 მარტის დადგენილებამდე ჩეხეთის მთავრობამ 12 მარტს 30 დღით შემოიღო საგანგებო მდგომარეობა. როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ მგზავრებს გერმანიიდან და ავსტრიიდან, ასევე სხვა „სარისკო რეგიონებიდან“. ამავე დროს, ჩეხებს აეკრძალებათ რისკის შემცველ ქვეყნებში მოგზაურობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG