Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე გუდაურში მყოფ დამსვენებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს


პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თანახმად, მიმდინარეობს იმ პირთა მოძიება, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ჩეხ ტურისტთან, რომელიც გუდაურში ისვენებდა და საქართველოს დატოვებიდან მეორე დღეს, სამშობლოში დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. პაატა იმნაძე ამბობს, რომ ტურისტმა დეტალურად, ფოტოსურათებით გამოაგზავნა შესაბამისი ინფორმაცია და ყველა პირი დადგინდება. რაც შეეხება დანარჩენ დამსვენებლებს, მათ პაატა იმნაძე სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„გუდაურში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ვინმე იქ ჩაეხუტა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვნახავთ ყველა იმას, ვინც არის საჭირო. დანარჩენები წყნარად, მშვიდად იყვნენ. თუ ძალიან ნერვიულობენ, თვითიზოლაციაში იყვნენ სახლებში და თუ რაიმე სიმპტომები გამოამჟღავნდებათ, მაგ შემთხვევაში შეუძლიათ მოგვმართონ სამედიცინო სამსახურებს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი ინფორმაციით, ჩეხ ტურისტს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, ჰოსპიტალიზება არ სჭირდება და შესაბამის მკურნალობას ბინაზე იტარებს.

ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელიც გუდაურში 4-9 მარტს ისვენებდა.

NCDC-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის, ანა კასრაძის თანახმად, ჩეხეთის მოქალაქე მოგზაურობდა 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად და მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19.

16 მარტის 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 33 შემთხვევა.

კარანტინის რეჟიმშია 637 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG