Accessibility links

logo-print logo-print

კრემლი გამოყოფს 4 მილიარდ დოლარს კორონავირუსითა და ნავთობზე ფასის დაცემით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად


მიხაილ მიშუსტინი

კრემლი გამოყოფს 4 მილიარდ დოლარს კორონავირუსითა და ნავთობზე ფასის დაცემით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად

რუსეთი, რომლის ეკონომიკასაც ორმაგი ზიანი მიადგა კორონავირუსითა და ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემის გამო, ეკონომიკის მხარდასაჭერად 4 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდის შექმნას აპირებს.

ამის შესახებ 16 მარტს განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, რომლის თანახმად, ახალი საგადასახადო შეღავათები დაუწესდება ავიაკომპანიებსა და ტურისტულ კომპანიებს, საწარმოებისათვის ასევე გაფართოვდება შეღავათიანი კრედიტების გაცემის პროგრამა.

სახელმწფო კომპანიებს, „გაზპრომსა“ და „როსნეფტს“, ასევე მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მოგებიდან გადასახადის გადავადების 6-თვიანი ვადით.

რუსეთისათვის, რომლის ეკონომიკაც დიდწილად არის დამოკიდებული ნავთობპროდუქტების ექსპორტით მიღებულ შემოსავლებზე, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ნავთობის გაიაფება და რუსული რუბლის მკვეთრი დევალვაცია.

ბოლო დღეებში დოლარის კურსი მოსკოვის ბირჟაზე 3,34%-ით გაძვირდა და 1 $ უდრის 75 რუბლს. ასევე გაძვირდა ევრო და ერთი ევროს ყიდვა 84 რუბლად შეიძლება.

9 მარტის მონაცემებით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 30%-ით დაეცა და ერთი ბარელის ფასია 31,02$, 1991 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მონაცემი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG