Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გავრცელების გამო გერმანიამ 5 მეზობელთან საზღვარი დაკეტა


კორონავირუსის COVID-19 პანდემიის გამო, გერმანიამ სახმელეთო საზღვარი დაკეტა საფრანგეთთან, ავსტრიასთან, ლუქსემბურგთან, დანიასა და შვეიცარიასთან.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზეეჰოფერის განმარტებით, საზღვრის გადაკვეთა ნებადართული იქნება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. შეზღუდვები არ შეეხებათ სატვირთო გადაზიდვებს და მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრებთ, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში მუშაობენ.

გარდა ამისა, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა გერმანიის ბავარიის ფედერალურ მიწაზე. 17 მარტიდან ორი კვირით დაიკეტება ყველა გასართობი, კულტურული და სპორტული დაწესებულება - ბარები, კლუბები, მუზეუმები, ზოოპარკები, სპორტული და საბავშვო მოედნები, კინოთეატრები და მუსიკალური სკოლები. 18 მარტიდან მხოლოდ 15 საათამდე იმუშავებენ რესტორნები და კაფეები, რომლებიც ერთდროულად მოემსახურებიან არაუმეტეს 30 ადამიანისა.

16 მარტის შუადღის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით დაავადდა სულ 6248 ადამიანი. მათგან ახალი შემთხვევების რიცხვი 435-ია. გარდაცვლილია 13. ამ დრომდე გერმანიაში გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG