Accessibility links

logo-print logo-print

მთავრობა მოქალაქეებს SMS-ით აფრთხილებს: აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან


კორონავირუსის გავრცელების გამო მთავრობა საქართველოს მოსახლეობას SMS-ებით აფრთხილებს. შეტყობინებებში აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები წერია.

"დაიცავით პირადი ჰიგიენა; აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან; განსაკუთრებული სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია; საჭიროების შემთხვევაში დაიცავით თვითიზოლაციის წესები; მაღალი ტემპერატურისა და ხველების დროს მიმართეთ ექიმს", - ვკითხულობთ SMS-ში.

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გამო ყოველდღიურად ამკაცრებს ქვეყანაში არსებულ წესებს. რამდენიმე საათში საქართველოს საზღვრები ჩაიკეტება ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდეა გაზრდილი, კარანტინში რჩება 637 ადამიანი, სტაციონარში კი - 54.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG