Accessibility links

ირანში ერთ დღეში COVID-19-ით სიკვდილით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღირიცხა


ირანი აცხადებს, რომ COVID-19-მა კიდევ 129 ადამიანი იმსხვერპლა, რაც ამ ქვეყანაში ერთი დღისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ტელევიზიით გადაცემულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, კიანუშ ჯაჰანპურმა ხალხს მოუწოდა არ გავიდნენ გარეთ და თავი განსაკუთრებით შეიკავონ ქალაქებს შორის მოგზაურობისგან.

"გთხოვთ ამ ვირუსს ყველა სერიოზულად მოეკიდოს და არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოს რომელიმე პროვინციაში ჩასვლას" - განაცხადა ჯაჰანპურმა.

ახალი ვირუსით დაღუპულთა მთლიანი რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, ირანში ამ დროისთვის 853-ს უტოლდება. ინფიცირებულია 14,991 ადამიანი.

ჩინეთსა და იტალიას შემდეგ, ირანში ამ ახალი ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

მთავრობის კრიტიკოსები ეჭვობენ, რომ დაავადების თვალსაზრისით ქვეყანაში შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო მძიმე იყოს, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG