Accessibility links

გიორგი რურუა პატიმრობაში დარჩა


Georgia -- Giorgi Rurua.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დარჩა. მოსამართლემ 16 მარტს არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი გათავისუფლების შესახებ.

ადვოკატებმა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვეს, ბრალდების მხარემ კი მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეზე გააკეთა აქცენტი.

2019 წლის 18 ნოემბერს გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ბრალდებით დააკავეს. რურუა ოპოზიციური „მთავარი არხის“ მეწილეა. ის, ასევე, ფინანსურად ეხმარებოდა თბილისში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს.

ოპოზიცია გიორგი რურუას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, თავად რურუას კი პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG