Accessibility links

site logo site logo

რუსეთში მკვლევრები, იურისტები აპროტესტებენ "საკონსტიტუციო გადატრიალებას"


რუსეთში ასობით მკვლევარი, ჟურნალისტი და იურისტი ღია წერილში გამოდის გაფრთხილებით, რომ ქვეყანა "ღრმა საკონსტიტუციო კრიზისის და უკანონო, არაკონსტიტუციური გადატრიალების" წინაშეა, იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ემზადება განაჩენის გამოსატანად ცვლილებებზე, რომლებიც, სხვა გარემოებებთან ერთად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საშუალებას მისცემს, კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი.

"ეხო მოსკვის" მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს ასობით ხელმოწერა ახლავს.

საკონსტიცუტიო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კვირაში გახდება ცნობილი. შესწორებებს უკვე დაუჭირეს მხარი ყველა რეგიონულმა პარლამენტმა, პარლამენტის ორივე პალატამ და თავად პუტინმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG