Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე დაბალ ნიშნულზეა: 1 დოლარი - 3,01 ლარი


ლარი დოლართან მიმართებით ყველაზე დაბალ ნიშნულზეა: ერთი დოლარი 3,0118 ლარი ღირს. 17 მარტისთვის ლარის გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა დაადგინა.

ლარი არა მარტო დოლართან, არამედ ევროსა და 20-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა. ევროს შემთხვევაში გაუფასურება 2,6 თეთრია. ხვალიდან 1 ევრო 3,3684 ლარი ეღირება.

პირველი თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით ლარი დოლართან მიმართებით 11,5 თეთრით გამყარდა, ბოლო რამდენიმე დღეში კი 22 თეთრით გაუფასურდა.

პირველი თებერვალი: 1 დოლარი — 2,8898 ლარი;

  • 3 მარტი: 1 დოლარი — 2,7735 ლარი;
  • 10 მარტი: 1 დოლარი — 2,7963 ლარი;
  • 17 მარტი: 1 დოლარი — 3,0118 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG