Accessibility links

აუდიტის სამსახური: კონკურენციის სააგენტოს არ აქვს გან­საზღ­ვ­რუ­ლი სტრა­ტე­გია


საქართველოს კონკურენციის სააგენტოს არ აქვს გან­საზღ­ვ­რუ­ლი სტრა­ტე­გია და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ეს დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სააგენტოს დაარსების დღიდან (2014 წლიდან) 2019 წლის ივლისამდე პერიოდის შემოწმების შედეგად დადო.

"სააგენტოს არ ჰქონდა თანმიმდევრული და ნათლად განსაზღვრული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შესაბამისად, ორგანიზაცია მოკლებული იყო შესაძლებლობას მკაფიოდ განესაზღვრა მომავალი მიზნები, რომლებიც უფრო მეტად შეუწყობდა ხელს ინსტიტუციის ზრდასა და განვითარებას", - ვკითხულობთ დასკვნაში.

აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ სააგენტოში შესულ განცხადებებზე რეაგირების მიუხედავად, ეს პროცესი ხელს არ უნდა უშლიდეს მას, შეიმუშაოს წლიური გეგმა იმ პრიორიტეტების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრული უნდა იყოს მის მრავალწლიან სტრატეგიაში.

"სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში კარგად შემუშავებული ინდიკატორები, კონკურენციის სააგენტოს საშუალებას აძლევს სწორად შეაფასოს საქმიანობის შედეგები", - ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG