Accessibility links

logo-print logo-print

რუსთავის საკარანტინო ზონაში მყოფთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა


სასტუმრო "რუსთავში" გახსნილ საკარანტინო ზონაში 94 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი - 34 რუსთაველი.

რუსთავის მერიის "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის" დირექტორის, დავით ბეგაშვილის, ინფორმაციით, კარანტინში მყოფები რისკის მქონე ქვეყნებიდან არიან, ძირითადად იტალიიდან და გერმანიიდან. რამდენიმე რუსთაველიცაა.

"საერთო ჯამში,10 ადამიანი, ვისაც ვიზუალურად საეჭვო ნიშნები აღენიშნებოდა, თბილისში კორონავირუსზე შემოწმდა, თუმცა არც ერთ მათგანს დაავადება არ დაუდასტურდა", უთხრა ჟურნალისტებს დავით ბეგაშვილმა.

მან დასძინა. რომ განვლილ პერიოდში თვითიზოლაციის წესები ოთხმა ადამიანმა დაარღვია, რომელთაგან ერთი სამართალდამცავებმა კარანტინში გადაიყვანეს, დანარჩენი კი სახლებში დააბრუნეს. მისივე თქმით, მათი მონიტორინგი გამკაცრდა.

თავის მხრივ, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თვითიზოლაციაში მყოფთა მონიტორინგში, რომელშიც პოლიციაც არის ჩართული, მათ ეხმარება გარე სათვალთვალო კამერები.

"ვიღაცას მაღაზიაში წასვლა მოუნდა, ვიღაცას კიდევ სხვაგან, ამას კამერები აფიქსირებენ", - თქვა ირაკლი ტაბაღუამ. თავდაპირველად, თვითიზოლაციაში 30-მდე რუსთაველი იმყოფებოდა, შემდეგ მათი რიცხვი 21-მდე შემცირდა.

დავით ბეგაშვილის თქმით, რუსთავში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა მუდმივად იცვლება და "საბედნიეროდ, კორონავირუსი ჯერ არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG