Accessibility links

site logo site logo

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა


დღეს არ დგას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, - თქვეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა. სხდომაზე, ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში განიხილეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე შექმნილი ვითარება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი პირველივე დღიდან მიჰყვება კონკრეტულ სამოქმედო გეგმას და გადაწყვეტილებებს მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებს.

ამავე ცნობით, სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით არსებულ რისკებსა და გამოწვევებს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 1008 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG