Accessibility links

site logo site logo

აჭარაში კერძო სექტორი საინვესტიციო ვალდებულებისგან ოთხი თვით გათავისუფლდება


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კორონავირუსის გლობალური საფრთხის გამო ბიზნესი განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა. ამიტომ, როგორც რიჟვაძე ამბობს, აჭარის ა/რ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, ოთხი თვით გადაავადოს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება, რომელიც კერძო სექტორს აღებული აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ვალდებულება, რაც აქვს აჭარაში მოქმედ საწარმოებს გადავავადოთ 1 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით. ეს ეხება კონკრეტულ ვადამოსულ ვალდებულებებს, საპრივატიზაციო თანხებს, რომელიც უნდა ჩარიცხულიყო აჭარის ბიუჯეტში. მოხდება ამ ყველაფრის გადავადება“, - ამბობს თორნიკე რიჟვაძემ. ის განმარტავს, რომ ამ ნაბიჯით მთავრობას სურს, მეტი სტიმული მისცეს ბიზნესს. მისივე თქმით, ვალდებულებების შეუსრულებლობა არ დაექვემდებარება სანქცირებას.

რიჟვაძე მოუწოდებს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ არ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით, რის გამოც რიგ პროდუტექბზე მოთხოვნამ იმატა და ამის გამო არ გაზარდონ ფასები. მან მადლობა გადაუხადა რეგიონში მოქმედ ბრენდულ სასტუმროებს, რომლებმაც კორონავირუსთან გამკვლავებისთვის სასტუმროს ფართები საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად საკუთარი ინიციატივით გამოყვეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 1008 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG