Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსახიობი იდრის ელბა აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი აქვს


ინგლისელი მსახიობი იდრის ელბა აცხადებს, რომ COVID-19-ის ტესტი გაიარა და შედეგი დადებითი იყო.

47 წლის მსახიობის თქმით, შედეგი მან ორშაბათს მიიღო.

პოპულარული ტელესერიალის, "ლუთერის" ვარსკვლავი ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ ჯერჯერობით თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აქვს.

ელბას თქმით, ის თვითიზოლაციაშია მას შემდეგ, რაც პარასკევს შეიტყო, რომ კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელსაც შემდგომში ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG