Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მეორე ფაქტის დადასტურებას ელიან


დღეს, 17 მარტს გაირკვევა საქართველოში კორონავირუსით COVID-19 დაავადებული რიგით მესამე პაციენტის განმეორებითი გამოკვლევის შედეგი. თუ ტესტირების პასუხი კვლავ უარყოფითი იქნება, პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს დატოვებს და მომდევნო ორ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს. საქართველოს ამ მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა, კორონავირუსით ინფიცირება 29 თებერვალს დაუდგინეს.

16 მარტს თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა საქართველოს მოქალაქემ, 50 წლის მამაკაცმა, რომელსაც ლაბორატორიულად პირველს დაუდასტურდა ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირება. ის ირანიდან საქართველოში 26 თებერვალს დაბრუნდა და იმავე დღეს ლაბორატორიულმა კვლევამ დაავადება დაუდგინა. პაციენტის გამოჯანმრთელება კლინიკიდან გაწერამდე ორჯერ ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა. პირველი გამოჯანმრთელებულიც ჯერჯერობით თვითიზოლაციაში იქნება.

17 მარტის 8:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 1008 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG