Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2150-ს გადააჭარბა


კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა იტალიის ქალაქ ბერგამოში. 2020 წლის 16 მარტი
კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვა იტალიის ქალაქ ბერგამოში. 2020 წლის 16 მარტი

17 მარტის 9:00 საათის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით(COVID-19) დაავადდა სულ 27 980 ადამიანი. მათგან 2749 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2158.

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ყველაზე მძიმე ვითარება იტალიაშია. ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობით, ევროპაში მეორე ადგილზეა ესპანეთი, სადაც კორონავირუსით დაავადდა სულ 9942 და გარდაიცვალა 342 ადამიანი. 17 მარტის დილის მდგომარეობით, ესპანეთში გამოჯანმრთელდა 530 პაციენტი.

გერმანიაში კორონავირუსით დაავადდა 7272 ადამიანი და 17 გარდაიცვალა. გამოჯანრთელებულთა რიცხვი 67-ია. საფრანგეთში დაინფიცირდა 6633 და გარდაიცვალა 148 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 12.

17 მარტის დილის 9 საათის მონაცემებით, აშშ-ში დაავადდა სულ 4718 ადამიანი. გარდაცვლილია 93. გამოჯანმრთელდა 74.

კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე ირანია, სადაც ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 14 991 და გარდაცვალების 853 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 4996.

რაც შეეხება ჩინეთს, საიდანაც ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, 17 მარტის დილის მონაცემებით, დადასტურებულიაა ინფიცირების 21 და გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა. დეკემბრის შემდეგ ჩინეთში სულ დაავადდა 80 881 და გარდაიცვალა 3226 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 68690.

17 მარტის დილის საერთო მონაცემებით, მსოფლიოს 162 ქვეყანასა და ტერიტორიაზე კორონავირუსით დაავადდა საერთო ჯამში 182 723 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 79 883. გარდაიცვალა 7,174.

17 მარტის დილისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 33 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG