Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის არჩევას


ნინო ქადაგიძე
ნინო ქადაგიძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ნინო ქადაგიძის კანდიდატურას.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ჩატარებული კენჭისყისას, 8 ხმით გადაწყდა, რომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და სხვა კანონებს და პარლამენტს მიეცა რეკომენდაცია, რომ ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ იყოს არჩეული. შესაბამის დასკვნას კომიტეტი გადასცემს პარლამენტის ბიუროს, რომელიც, თავის მხრივ, საკითხს კენჭისყრისთვის შეიტანს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

საქართველოს იუსიტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო ქადაგიძის კანდიდატურა პარლამენტს 11 მარტს წარუდგინა.

ნინო ქადაგიძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის 19 დეკემბრიდან არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა ნინო გვენეტაძემ, რომელმაც ოფიციალურ მიზეზად დაასახელა საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG