Accessibility links

site logo site logo

ტოჩინოშინმა მოიგო, ჩიომარუს კორონავირუსი არ დაუდასტურდა


ლევან გორგაძე

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ მარტის ჰარუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და უარყოფითი ბალანსი ორ ქულამდე დაიყვანა. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა რიკიშიმ, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირს დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას რანგში ატარებს, დღეს, მეათე ტურის შეხვედრაში, აჯობა აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირა შოჰოზანს. ხვალ გორგაძე დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა კაგაიაკის დაეჭიდება, რომელსაც ათი ტურის შემდეგ ექვსი ქულა აქვს.

მარტის ჰარუ ბაშო კორონავირუსის გამო ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. ამასთან, ბოლო დღეებში გაიზარდა რისკი, რომ ტურნირი ვადაზე ადრე შეწყდებოდა, რადგან ერთ-ერთ რიკიშის - ჩიომარუს სიცხე ჰქონდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩიომარუს კორონავირუსი არ დაუდგინდა, ცხელების მიზეზი უბრალო გაცივება ყოფილა და დასავლეთის მეთხუთმეტე მაეგაშირა დოჰიოზე ხვალ დაბრუნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG