Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: მთავრობა მოქმედებს 4 პრიორიტეტით


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის მთავრობა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისას 4 პრიორიტეტით ხელმძღვანელობს და დაბალანსებული ნაბიჯებით ცდილობს მაქსიმალური შედეგის მიღებას:

„პირველი პრიორიტეტი გახლავთ მოქალაქის ჯანმრთელობა;

მეორეა ჩვენი ეკონომიკა და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დარტყმა ეკონომიკაზე იყოს შერბილებული;

მესამე პრიორიტეტი გახლავთ ქვეყანაში არსებული მარაგები, მარაგების ლოჯისტიკა და მართვა;

მეოთხე პრიორიტეტია სამოქალაქო წესრიგი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეები ამ პრიორიტეტების მიხედვით თანაბრად იყვნენ დაცულები.

„რაღაც პერიოდში შეიძლება მოგვიწიოს კარანტინული მდგომარეობის პირობების გამოცხადება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ინდივიდუალური პირობების შეზღუდვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობა კვლავ ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 17 მარტს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა მთავრობას არ შესძენს რაღაც ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც დღეს არ გააჩნია.

17 მარტის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 34 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმშია 1008 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG