Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საფონდო ბირჟებმა მკვეთრი ვარდნა განიცადა


მსოფლიო საფინანსო ბაზრებზე კურსები კვლავ დაეცა. აშშ-ის აქციების ბაზრებზე ერთ დღეში ვარდნის ყველაზე უარესი მაჩვენებლები აღინიშნა უკანასკნელ სამ ათეულ წელზე მეტი ხნის მანძილზე. ამის მიზეზად მიიჩნევენ შიშს, რომ კორონავირუსი სწრაფად შეიძლება გავრცელდეს და მასთან საბრძოლველად საჭირო მკაცრმა ზომებმა ეკონომიკა რეცესიაში შეიძლება გადაიყვანოს.

Dow Jones-ის ინდექსი 2999 პუნქტით ანუ 12,9%-ით დაეცა. ინდექსის ისტორიაში ეს სიდიდით მეორე ვარდნაა 1987 წლის „შავი ორშაბათის“ კოლაფსის შემდეგ. კორონავირუსთან დაკავშირებულმა კრიზისმა გაანეიტრალა აქციების ბაზრის თითქმის მთელი მოგება, რაც მიღწეული იყო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.

ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ „შესაძლოა“ რეცესიისკენ მიემართებოდეს, მაგრამ დასძინა, რომ ეკონომიკა კვლავ სწრაფად დადგება ფეხზე „უზარმაზარი დაგროვილი მოთხოვნილების“ გამო. ტრამპმა ასევე კრიზისის სამედიცინო გზით მოგვარების იმედი გამოთქვა, ვინაიდან გუშინ აშშ-ში დაიწყო ვაქცინის პირველი გამოცდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG