Accessibility links

site logo site logo

უკრაინას ქალი გენერალური პროკურორი ჰყავს - ირინა ვენედიქტოვას პარლამენტმა მხარი დაუჭირა


ირინა ვენედიქტოვა

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, „ვერხოვნა რადამ“, მხარი დაუჭირა ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. უკრაინელმა დეპუტატებმა 269 ხმით გენერალურ პროკურორად პირველად აირჩიეს ქალი, ირინა ვენედიქტოვა, რომელმაც პირობა დადო, რომ აღადგენს „ძლიერ სახელმწიფოებრივ ინსტიტუციას, რათა პროკურორებმა თავი იგრძნონ დამოუკიდებლად, დაცულად და საჭიროდ სახელმწიფოსთვის“.

ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატების შეკითხვის პასუხად ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით არავის დევნიან, ხოლო „ქურდი უნდა იჯდეს ციხეში“.

გენერალურ პროკურორად დანიშვნამდე, ირინა ვენედიქტოვა ასრულებდა უკრაინის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს უფროსის მოვალეობას. მისი კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვენედიქტოვა სამართლებრივი საკითხებში ზელენსკის მრჩევლად მუშაობდა.

ვენედიქტოვას გენერალური პროკურორის პოსტზე დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს საპარლამენტო ფრაქციებმა „ხმამ“ და „ევროპულმა სოლიდარობამ“. ხოლო „ბატკივშჩინამ“ და „ოპოზიციურმა პლატფორმამ სიცოცხლისათვის“ - თავი შეიკავეს.

უკრაინაში გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ყოფილ გენერალურ პროკურორს, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ დანიშნულ რუსლან რიაბოშაპკას მარტის დასაწყისში ვერხოვნა რადამ უნდობლობა გამოუცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG