Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ეპარქიამ შეიმუშავა კორონავირუსის პროფილაქტიკის წესები ღვთისმსახურების დროს


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის ეპარქიამ შეიმუშავა კორონავირუსის პროფილაქტიკის წესები ღვთისმსახურების დროს. ის ვრცელდება ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფ ტაძრებსა და მონასტრებზე რუსეთის დედაქალაქსა და მოსკოვის ოლქში. დოკუმენტი დაამტკიცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, მოსკოვის ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა კირილემ.

პურის დასარიგებლად, რომლისგანაც მზადდება სეფისკვერი, გამოყენებულ იქნება ერთჯერადი ხელთათმანები. მირონცხებისა და ზეთის კურთხევისთვის - ბამბის ჯოხი და ქაღალდის ხელსახოცი, რომლებიც უნდა დაიწვას. მღვდლებს ურჩევენ, მრევლს საკოცნელად არ გაუწოდონ ჯვარი და ხელები.

ზიარებისას, რომელიც მართლმადიდებელთა მთავარი საიდუმლოა, მრევლის ყოველი წევრის შემდეგ კოვზი სპირტიანი სახოცით უნდა გაიწმინდოს, ზედაშისთვის კი ერთჯერადი ჭიქები გამოიყენება.

ეპიდემიასთან ბრძოლა მრევლს უნდა აეხსნას იესოს სიტყვებით ღვთის ცდუნების აკრძალვის თაობაზე. მღვდლებმა სამწყსოს უნდა სთხოვონ, ტაძრებში არ მივიდნენ გაციების სიმპტომებით, რომლებიც კორონავირუსისთვისაც არის დამახასიათებელი, ან რაიმე სხვა გადამდები დაავადებებით.

პატრიარქ კირილეს, როგორც მოსკოვის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის მითითებები არ არის სავალდებულო სამწყსოებისთვის, რომლებიც სხვა ეპისკოპოსებს ექვემდებარებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG