Accessibility links

site logo site logo

ლუკაშენკომ გააკრიტიკა მოსკოვი საზღვრის დროებითი ჩაკეტვის გამო


ბელარუსის პრეზიდენტი „უსარგებლოს“ უწოდებს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელმაც კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩაკეტა რუსეთ-ბელარუსის საზღვარი. „არ არის საჭირო ისეთი უსარგებლო ნაბიჯების გადადგმა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის არსებული ისედაც რთული ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს“, - განაცხადა ლუკაშენკომ 16 მარტს.

მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ ბელარუსთან საერთო საზღვრის ჩაკეტვას უწოდა „დროებითი ხასიათის აუცილებელი ზომები, რაც საგანგებო ვითარებით არის განპირობებული“.

დღეისათვის ბელარუსში დარეგისტრირებულია კორონავირუსით დაავადების 36 შემთხვევა, რუსეთში - 93. არც ერთგან არავინ დაღუპულა.

ბელარუსი, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული რუსეთიდან მიღებულ იაფ ნავთობზე, ბოლო თვეებში მკაცრად აკრიტიკებს კრემლს ენერგომატარებლებზე ფასების მომატების გამო. ამ დაპირისპირებას ფონად გასდევს პოლიტიკური უთანხმოება სამოკავშირეო სახელმწიფოს ფორმირების საკითხში.

ნაცვლად იმისა, რომ საზღვრები ჩაკეტოს, „ჩვენი მხურვალედ საყვარელი“ რუსეთი უნდა დაეხმაროს ბელარუსს კორონავირუსისგან დაცვის უზრუნველსაყოფად პოლონეთის საზღვარზე, რომელსაც ლუკაშენკომ „სამოკავშირეო სახელმწიფოს საერთო საზღვარი“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG