Accessibility links

site logo site logo

ყაზახეთში გაორმაგდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი. უზბეკეთში პანიკიორთა დასჯა სურთ


ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ყაზახეთში ორჯერ გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ელჟან ბირტაონოვის, თანახმად, 17 მარტის მდგომარეობით ვირუსის დიაგნოზი კიდევ 14 ადამიანს დაუსვეს დედაქალაქ ნურ-სულტანში, სამი - ალმატიში.

16 მარტს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ქვეყანაში 15 აპრილამდე შემოიღო საგანგებო მდგომარეობა.

ყაზახეთის მეზობელ უზბეკეთში 17 მარტის მდგომარეობით 10 კაცს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ ხელისუფლებას მიმართა ინიციატივით, რომ $4,600 - $9,300-ის ჯარიმით ან 8-წლიანი პატიმრობით დაისაჯოს კორონავირუსის თაობაზე პანიკის გავრცელება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG