ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ ახალი ანგარიშის („ეკონომიკური თავისუფლება - 2020“) თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი 1,2 ქულით გაუამჯობესდა და ქვეყანა მე-12 ადგილზეა.
„საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს თავის 7-წლიან შთამბეჭდავ ზრდას მეტწილად თავისუფალი ქვეყნების რიგებში. ერთიანი მთლიანი შიდა პროდუქტიც ასევე ჯანსაღი ტემპებით იზრდება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევაში.
დოკუმენტში მაღალი შეფასება ეძლევა ასევე თბილისის ძალისხმევას კორუფციის შემცირების, რეგულაციების და გადასახადების გამარტივების მიმართულებით.
ეკონომიკური თავისუფლების მხრივ პირველ ადგილზეა სინგაპური, შემდეგ მოდიან ჰონგ-კონგი, ავსტრალია, შვეიცარია და ირლანდია. მხოლოდ ეს ექვსეულია მიჩნეული "თავისუფალი ეკონომიის" ქვეყნებად ვაშინგტონში მოქმედი ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ ახალი ანგარიშის მიხედვით.
დაწერეთ კომენტარი