Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო კორონავირუსის გამო


კიშინიოვის აეროპორტი
კიშინიოვის აეროპორტი

მოლდოვამ კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 60 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

პრემიერ-მინისტრ იან ჩიჩუს შესაბამის ინიციატივას 17 მარტს მოლდოვის საკანომდებლო ორგანომ დაუჭირა მხარი.

3,5 მილიონიან მოლდოვაში, რომელსაც რუმინეთი და უკრაინა ესაზღვრებიან, დღეისათვის კორონავირუსით დაავადებულია 29 კაცი. საშიში ვირუსისგან არავინ დაღუპულა.

მოლოდავამ 17 მარტიდან დროებით დაკეტა საზღვრები და შეაჩერა საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლა. სკოლებსა და უნივერსიტეტებში შეწყვეტილია სწავლა, დახურულია რესტორნები და სავაჭრო ცენტრები, სახელმწიფო უწყებები მუშაობენ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში.

მოლოდვისგან დამოკიდებლად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა სეპარატისტულმა დნესტრისპირეთის რეგიონმაც. ტირასპოლი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობა 5 აპრილამდე იმოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG