Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 114-მდე გაიზარდა COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები


რუსეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების ახალი 21 შემთხვევა, რითაც ჯამში 114-მდე გაიზარდა საშიში სენით დაავალდებულთა რიცხვი.

ახალი სტატისტიკა 17 მარტს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს გააცნო რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ.

რუსეთის სახელმწიფო უწყებამ „როკომნადზორმა“ მოუწოდა რეგიონების ხელმძღვანელებს, რომ კორონავირუსზე შეამოწმონ ყველა ადამიანი, რომელიც ბოლო 14 დღის განმავლობაში დაბრუნდა ევროპიდან.

რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის რეკომენდაცია ითვალისწინებს ასევე მასობრივი ღონისძიებების შეზღუდვას, სკოლებში დისტანციურ სწვლებაზე გადასვლას და კორონავირუსის საფრთხის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG