Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმო ევროპას მოუწოდებს უფრო „გადამჭრელი“მოქმედებისკენ, ბაზრებზე მღელვარების ფონზე


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს უფრო მტკიცე ქმედებისკენ კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ. ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ 17 მარტს გლობალური ეპიდემიის „ეპიცენტრი“ უწოდა ევროპას და აღნიშნა, რომ „თითოეულ ქვეყანას მართებს რაც შეიძლება გადამჭრელი ქმედების განხორციელება ვირუსის საფრთხის შესაჩერებლად“.

კლუგეს კომენტარის ფონია ევროკავშირის ქვეყნების მიერ საზოგადოების ჯანდაცვის ზომების გამკაცრება, რამაც ბიზნესსექტორის დიდი ნაწილის დახურვა გამოიწვია, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობა იძულებულია სახლში დარჩეს.

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან „სოციალური დისტანცირების“ პრაქტიკა - არ მიუახლოვდნენ ერთმანეთს ორ მეტ მანძილზე უფრო ახლოს.

მაგრამ არც ტრამპს და არც ჯონსონს სავალდებულოდ არ გამოუცხადებიათ დახურვა საერთო-ნაციონალური მასშტაბით, რაც დღეს მოქმედებს იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში.

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა 7300-მდე, ასევე იზრდება და დღეისთვის 185 ათასს აღწევს კორონავირუსით დაავადების შემთხვევები. გლობალური პანდემია უარყოფითად აისახება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე, სადაც გრძელდება წამყვანი ინდექსების აქციების მკვეთრი დაცემა, ასევე მკვეთრად შემცირდა ნავთობის ფასები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG