Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მეორე ადამიანი დაიღუპა, გაორმაგდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებიც


უკრაინაში 17 მარტის საღამოს მონაცემებით გაორმაგდა და 14-ს მიაღწია კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა. საზოგადოების ჯანდაცვის ცენტრის ცნობით დღეს დაიღუპა კიდევ ერთი დაინფიცირებული.

ვირუსოლოგიის რეფერენს-ლაბორატორიის ცენტრის ცნობაში ნათქვამია, რომ ახალ დაინფიცირებულთა შორის არის წელიწადნახევრის და ექვსი თვის ორი ბავშვი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ვირუსოლოგიის რეფერენს-ლაბორატორიის ცენტრის თანახმად ეს შედეგი მიღებული 640 სინჯის შესწავლის საფუძველზე.

კორონავირუსის გავრცლების შესაჩერებლად უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 18 მარტიდან დიდ ქალაქებში კიევში, ხარკოვსა და დნეპრში მუშაობას შეწყვეტს მეტროპოლიტენი. დროებით შეწყდება სარკინიგზო და საავიაციო მიმოსვლა. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის მარშრუტი და გრაფიკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG