Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში სამშაბათს 90-ით გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი


პრაღის მეტროშ
პრაღის მეტროშ

ჩეხეთში 434-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთ რიცხვი მას შემდეგ, რაც სამშაბათს COVID-19-ი აღმოჩნდა კიდევ 90 ადამიანს. როგორც კრიზისულ შტაბში აცხადებენ, კორონავირუსით ადამიანების დაავადების შემთხვევების მატება შესაძლოა გაგრძელდეს მინიმუმ კიდევ ერთი თვის განმავლობაში.

წინა დღით ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთში გამოჯანმრთელდა სამი ადამიანი მათ შორის, რომლებსაც პირველად აღმოაჩნდათ ახალი კორონავირუსი.

ჩეხეთში 13 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. დახურულია ყველა დიდი სავაჭრო დაწესებულება, რესტორანი, სპორტული დარბაზი, მუზეუმი, ოპერა და კინო-თეატრი. ორი კვირით გაუქმდა ყველა სპორტული, კულტრული და რელიგიური ღონისძიება. აკრძალულია მიმოსვლა და დაწესდა დროებითი სასაზღვრო კონტროლი მეზობელ გერმანიასთან და ავსტრიასთან.

შეწყდა საავიაციო მიმოსვლა კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველა მეტნაკელად სარისკო ქვეყანასთან. ჩეხეთში უშვებენ მხოლოდ მოქალაქეებს და ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს.

აკრაძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში სანიტარული ნიღბების გარეშე მგზავრობა, რის გამოც მათზე დიდი მოთხოვნილებაა.

ტელეკომპანია „ჩტ-24“ ის ცნობით, ჩეხეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ანდრეი ბაბიშმა, განაცხადა, რომ კეთდება ყველაფერი სანიტარული და ქირურგიული ნიღბების და გარკვეულ მედიკამენტებზე წარმოქმნილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად.

ამ თვალსაზრისით ჩეხეთმა აკრძალა იმპორტირებული ფარმაცევტული პრეპარატების რეექსპორტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG