კორონავირუსით დაავადების ორი შემთხვევა დადგინდა 17 მარტს მონტენეგროში, რომელიც ბოლო ქვეყანაა ევროპის კონტინენეტზე, სადაც მანამდე არ ყოფილა გავრცელებული COVID-19-ის ვირუსი.
ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დუშკო მარკოვიჩმა განაცხადა, რომ ორი დაინფიცირებული ქალიდან ერთი 12 დღის წინ აშშ-ი იმყოფებოდა, მეორე კი - ესპანეთში.
ამ ცნობითვე, კორონავირუსით დაავადებული ორივე მოქალაქე სამკურნალოდ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მონტენეგროდან მიღებული ცნობის ფონია ევროკავშირის 17 მარტის გადაწყვეტილება, რომელიც კორონავირუსისი ეპიდემიის გავრცლებების თავიდან აცილების მიზნით 30-დღით კრძალავს უცხო ქვეყნების მოქალაქეების შეშვებას ბლოკის ტერიტორიაზე.
დაწერეთ კომენტარი