Accessibility links

logo-print logo-print

ტრანსგენდერების დასახმარებლად „ფეისბუკზე“ სოლიდარობის ჯგუფი შექმნეს


„ჯგუფი შექმნილია ვირუსის პანდემიის დროს ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - ტრანსგენდერების დასახმარებლად. გეცოდინებათ, რომ მათ უმეტესობას მძიმე პირობებში, ღამით, გარეთ, სიცოცხლის ყოველდღიური რისკის ქვეშ უწევდათ მუშაობა თავის გადასარჩენად“, - ამ ტექსტს წაიკითხავთ „ფეისბუკის“ დახურულ ჯგუფში, რომელიც საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა.

ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ „საზოგადოებაში არსებულმა ტრანსფობიამ და სოციალურმა გულგრილობამ ისინი მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე დატოვა“. მათი თქმით, ტრანსგენდერ მოქალაქეებს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებათ.

ჯგუფის მიზანია, შეძლებისდაგვარად ხელი შეუწყონ ტრანსგენდერ ადამიანებს, იმისთვის, რომ რამდენიმე თვით, სანამ გარეთ ვირუსი მძვინვარებს, მათ შეძლონ ბინის ქირის დაფარვა, სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და ჯანმრთელობისთვის საჭირო პირველადი საშუალებების მომარაგება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან ერთი განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG