Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკ ტაიმსი: თეთრი სახლის გამკაცრებული ზომები ეყრდნობოდა მძიმე ანგარიშს კორონავირუსის შესახებ


ნიუ-იორკ ტაიმსის ინფორმაციით, ორშაბათს, 16 მარტს აშშ-ში გამოცხადებული ახალი ფედერალური რეკომენდაციები, რომლებიც ამერიკელებს ურჩევს მნიშვნელოვნად შეზღუდონ თავიანთი აქტივობა, სავარაუდოდ ეყრდნობოდა მძიმე სამეცნიერო ანგარიშს, რომლის თანახმადაც ვირუსის გავრცელების მიზნით მთავრობის და მოქალაქეების მოქმედების გარეშე აშშ-ში 2,2 მილიონი ადამიანი გახდება ახალი კორონავირუსის მსხვერპლი.

ეპიდემიის შეზღუდვის მიზნით, ბრიტანელი მეცნიერების მიერ შედგენილ ანგარიშში გათვალისწინებულია მკაცრი შეზღუდვები სამუშაო ადგილებზე, სკოლებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, მანამ, სანამ შემუშავებული იქნება ვაქცინა, რასაც შესაძლოა 18 თვე დასჭირდეს.

თეთრი სახლის ახალი რეკომენდაციები ამერიკელებს მოუწოდებს თავი აარიდონ 10 ადამიანზე მეტის თავყრილობებს. ეს მნიშვნელოვანი გამკაცრებაა მანამდე, კვირას, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციასთან შედარებით, რომელიც აცხადებდა, რომ თავყრილობები მხოლოდ 50 ადამიანისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.

თეთრი სახლი ამერიკელებს ურჩევს იმუშაონ სახლებიდან, თავი აარიდონ არააუცილებელ საყიდლებზე გასვლას და არ ისადილონ რესტორნებში. ზოგიერთმა შტატმა და ქალაქმა კიდევ უფრო მკაცრი ზომები შემოიღო, ჩაკეტვის და ბიზნესების დახურვის ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG