Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ


„ჩვენ მივიღეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება”, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

როგორც ტიკარაძე ამბობს, საქართველოს რამდენიმე დღეში ექნება სწრაფი ტესტის საშუალება.

„წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რომ დამატებითად მივიღოთ ის სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება. დღესდღეობით, ეს ქვეყანა არის ჩინეთი. ახლა მხოლოდ ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი და კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ“, – თქვა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრი ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად იმ ჯაჭვის გახლეჩვა რჩება, რომელიც ვირუსის გადაცემას შეზღუდავს და აღმოფხვრის, რაც, მისი შეფასებით, ყველაზე ეფექტიანი პრევენციული ღონისძიება იქნება.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან ერთი განიკურნა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 64.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG