Accessibility links

logo-print logo-print

კევინ დურანტს კორონავირუსი დაუდასტურდა


ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერვარსკვლავი კევინ დურანტი კორონავირუსითაა დაინფიცირებული. ამერიკული გამოცემების ცნობით, „ბრუკლინ ნეთსის“ ლიდერი თავს კარგად გრძნობს, იზოლირებულია და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

გავრცელდა „ბრუკლინ ნეტსის“ ოფიციალური რელიზიც, რომელშიც კონკრეტული გვარები არაა ნახსენები, მაგრამ ნათქვამია, რომ კლუბის ოთხ მოთამაშეს დაუდასტურდა კორონავირუსი. „ნეტსი“ აფრთხილებს ყველას, ვისაც კალათბურთელებთან ჰქონდა კონტაქტი. მათ შორის, მეტოქე გუნდების მოთამაშეებსაც.

ამ შემთხვევის გათვალისწინებით, კორონავირუსით უკვე NBA-ის შვიდი კალათბურთელია დაინფიცირებული. მათ შორის პირველი „იუტა ჯაზის“ ფრანგი ცენტრი რუდი გობერი იყო. მისმა ტესტმა დადებითი შედეგი ერთი კვირის წინ აჩვენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG