18 მარტის 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1261 ადამიანი. დილით ეს რიცხვი 1130 იყო, ხოლო 17 მარტის მონაცემებით - 1008.
განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ სამთავრობო საიტზე stopcov.ge.
18 მარტის დილის მონაცემებთან შედარებით 135-ით მოიმატა სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობამ, რომელიც 12:00 საათისთვის შეადგენს 216-ს. 17 მარტის ინფორმაციით, სტაციონარში იმყოფებოდა 64.
18 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
დაწერეთ კომენტარი