Accessibility links

site logo site logo

საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებული ირანის მოქალაქე შესაძლოა სამხედრო ექსპორტთან იყოს დაკავშირებული


ჯონ დემერსი

ექსტრადიციის პროცედურის ფარგლებში 14 მარტს საქართველოდან ტეხასში ჩაიყვანეს ირანის მოქალაქე, რომელიც, აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს 17 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მგრძნობიარე სამხედრო აღჭურვილობის აშშ-დან ირანში ექსპორტის საქმესთან.

38 წლის მერდად ანსარის სან ანტონიოში ელოდება ბრალდება „ირანისადმი დაწესებული სავაჭრო ემბარგოს დარღვევით ირანისათვის სენსიტიური სამხედრო დეტალების მიწოდების სქემაში მონაწილეობისთვის“, - განაცხადეს აშშ-ის გენერალური პროკურორის თანაშემწემ ეროვნული უსფართხოების საკითხებში, ჯონ დემერსმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

ორმაგი დანიშნულების დეტალები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ისეთ სისტემებში, როგორიცაა „ბირთვული შეიარაღების და რაკეტების დამიზნება და გადატანა, დაცული ტაქტიკური რადიოკავშირი, შეტევითი რადიოელექტრონული ბრძოლა, სამხედრო რადიოელექტრონული წინააღმდეგობა და ასევე თვალთვალისა და პრევენციის რადიოლოკაციური სისტემები“, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობაში.

კრისტოფერ კომბსმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) სან ანტონიოს განყოფილების პასუხისმგებელმა სპეციალურმა აგენტმა, ასევე გადაუხადა მადლობა საქართველოს მთავრობას, გამოძიების დროს გამოჩენილი „ურყევი მხარდაჭერისთვის“, რამაც შესაძლებელი გახადა ანსარის ექსტრადირება.

მერდად ანსარის და მის თანამზრახველ, ასევე ირანელ მეჰრად ფუმანის, 2012 წელს წაუყენეს ბრალი დანაშაულებრივ გარიგებაში, რაც გამოიხატა „ირანთან ტრანზაქციის წესების (ITR) დარღვევაში, ფულის გათეთრებას და თაღლითობაში“.

ბრალდების თანახმად, მერდად ანსარმა და მისმა თანამზრახველმა 2007-2011 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მდებარე არაერთ კომპანიასთან დადებული 1250 გარიგების გზით, მიიღეს 105 ათასზე მეტი, დაახლოებით 2,46 მილიონი დოლარის ღირებულების, დეტალი.

მათ მოიპოვეს ამერიკის მთავრობის შესაბამისი ლიცენზია და ეს ნაწილები გააგზავნეს ირანში ისე, რომ ეს ფაქტი არ შეუტყობინებიათ იმ 64-მდე ამერიკული კომპანიისათვის, რომლებთანაც ჯამში 599 გარიგება გააფორმეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ფუმანსა და ანსარის 20-წლიანი პატიმრობა ელოდებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG