დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, კორონავირუსის COVID-19 გამოსავლენად ე.წ. აგრესიული ტესტირება დაიწყება მაშინ, როცა ამას სიტუაცია მოითხოვს.
„ეს განხორციელდება მაქსიმალურად ბევრ ადგილას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მას მედიამ აგრესიული ტესტირების შესახებ ჰკითხა მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
„ეს იქნება მეოთხეულის მერე, უფრო ფართო გავრცელების დროს“, - თქვა პაატა იმნაძემ.
18 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
დაწერეთ კომენტარი