Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაუწყებლები ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციიდან საერთო სიგნალით მიიღებენ


ირაკლი ჩიქოვანი
ირაკლი ჩიქოვანი

ახალი კორონავირუსის გავრცელებისგან მედიის დაცულობის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ბრიფინგების ტრანსლირება საერთო სიგნალით უზრუნველყოს. ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა. ბრიფინგების ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს:

„საზოგადოებივმა მაუწყებელმა მოგვცა იმის საშუალება, რომ თითოეულმა მაუწყებელმა მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას. ასევე, რა თქმა უნდა, თქვენ გექნებათ საშუალება, წინასწარ მოაწოდოთ ჩვენს პრესსამსახურს შეკითხვები, რომლებზეც ამომწურავად გაგცემთ პასუხს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი თქმით, ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელების მიზნით, შეიქმნება ასევე სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა.

18 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG