Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და მარტოხელა პენსიონერებს დავეხმარებით


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და მარტოხელა პენსიონერებს სახელმწიფო დაეხმარება. ამის შესახებ მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესში ჩართული იქნება "საქართველოს ფოსტა", რომელიც სახელმწიფო კომპანიაა.

"დღეს პირველ საათზე სამინისტროში გვექნება დეტალური შეხვედრა და განხილვა, თუ როგორი სქემით მოხდება ამ ადამიანებთან დაკავშირება და შემდეგ მათგან უკუკავშირი", - თქვა მან.

18 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების სულ 38 შემთხვევა. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG